მისია
წარმოების დონისა და ეფექტურობის შენარჩუნებით, ბაზარზე განახლებადი ენერგიის ძირითად წყაროდ დარჩენა. ამავდროულად, ენგურჰესი არის ბუნებრივი პლატფორმა, სადაც ქართველები და აფხაზები წარმატებით თანამშრომლობენ.
კომპანია
ენერგია • პასუხისმგებლობა • ერთიანობა • პროგრესი
მისია
წარმოების დონისა და ეფექტურობის შენარჩუნებით, ბაზარზე განახლებადი ენერგიის ძირითად წყაროდ დარჩენა. ამავდროულად, ენგურჰესი არის ბუნებრივი პლატფორმა, სადაც ქართველები და აფხაზები წარმატებით თანამშრომლობენ.
ხედვა
ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ჰიდროელექტროსადგურები ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა არსებობდნენ. ჩვენი მიზანია, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, განახლებადი ენერგიის მთავარი წყაროს სტატუსი შევინარჩუნოთ. ამავე დროს, ორიენტირებული ვართ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ გარემოზე, რაც ადგილობრივ ეკოსისტემაზე ზემოქმედების შემცირებასა და წყლის რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენებას გულისხმობს.
ფასეულობები
ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა ჩვენ, ენგურჰესელებს, ნათლად დაგვანახა, რომ არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც ერთობლივად ვერ გავუმკლავდებით.
ჩვენ მუდმივად ვეძებთ სიახლეებს ჰიდროენერგიის გენერაციაში, ვიკვლევთ მათ ეფექტურობას და ვცდილობთ აღნიშნული სიახლეების პრაქტიკაში დანერგვას.
ვმოქმედებთ შინაგანი პასუხისმგებლობით და არა მხოლოდ ვალდებულებით.
ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა! ერთად უკეთესია! ძალა ერთობაშია!
გვჯერა, რომ პატიოსნება და სანდოობა არის გასაღები ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ადამიანები თავიანთი საუკეთესო თვისებებისა და შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებენ.
ორგანიზაციის ყველა რგოლს შორის არსებული ურთიერთობები არის ღია და გამჭვირვალე.