ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური
ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური
სადგური
სადგურის განვითარებისა და მოდერნიზაციის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური
დღეს, როდესაც ტურიზმის სფეროსადმი დაინტერესება სულ უფრო მზარდია, ენგურჰესის მნიშვნელობა ამ მიმართულებითაც განსაკუთრებულია. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით, ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციის შექმნა იგეგმება. აღნიშნული პროექტი აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი პლატფორმების, პანორამა ლიფტის, საბაგირო გზისა და ზიპლაინის მოწყობას, ამავდროულად წყლის სპორტის სახეობების განვითარებას ითვალისწინებს. ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.
2018 წლის 5 იანვარს საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება ენგურჰესზე საბოლოო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.
პარტნიორი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)