2 აპრილიდან, ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის დათვალიერება და შესწავლა იგეგმება

1 Apr 2024 სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოებ...
სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება. სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს.
გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება, ენგურჰესი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის.