ქარENG

ინფორმაცია

ხშირი კითხვები

ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვიკავშირდით საკონტაქტო მონაცემებით.

  • ვის ეკუთვნის შპს „ენგურჰესი“?

    კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა. დამფუძნებელი პარტნიორის უფლებამოსილებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

  • რა წილი უჭირავს ენგურჰესს ქვეყნის ელექტრომომარაგებაში?

    ოფიციალური მონაცემებით, სადგურის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტს შეადგენს. წლიური საპროექტო გამომუშავება 4,3 მილიარდი კვტ·სთ-ია.

  • როდის ამუშავდა სადგური?

    პირველი ჰიდროაგრეგატი 1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა, ხოლო 7 ნოემბერს საწარმო ერთიან ქსელში ჩაერთო. ხუთივე აგრეგატი 1980 წლისთვის გაეშვა.

  • სად მდებარეობს სადგურის ობიექტები?

    კაშხალი, წყალსაცავი და სადაწნეო გვირაბის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშია; გვირაბის დარჩენილი მონაკვეთი, ძალოვანი კვანძი, მიწისქვეშა სადგური და გამანაწილებელი მოწყობილობა — გალის რაიონში. ვარდნილჰესების კასკადი აფხაზეთშია.

  • რა ISO სტანდარტები აქვს კომპანიას?

    დანერგილია ინტეგრირებული მართვის სისტემა სამი სტანდარტით: ISO 9001 (ხარისხის მენეჯმენტი), ISO 45001 (სამუშაო გარემოს, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვა) და ISO 14001 (გარემოს დაცვა). კომპანიამ რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა და სამივე სერტიფიკატი შეინარჩუნა.

  • როგორ მივიღო მონაწილეობა აუქციონსა თუ ტენდერში?

    ყველა განცხადება ქვეყნდება საიტის „აუქციონების“ განყოფილებაში, პირობებისა და ვადების მითითებით. ქონების ელექტრონული აუქციონები ტარდება პლატფორმაზე eauction.ge, სადაც მონაწილეობის წესებსაც გაეცნობით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

  • როგორ დაგიკავშირდეთ?

    მისამართი: ქ. თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №8. ტელეფონი: +995 32 2 18 80 11. ელფოსტა: info@engurhesi.ge. ეს მონაცემები „კონტაქტის“ გვერდზეც არის მითითებული.

სხვა კითხვა გაქვთ? დაგვიკავშირდით.